მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტი
 



















ფაკულტეტის სიახლეები
27 იანვარი 2012 წელი
იანვარს USAID–ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში ამერიკის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის სინდი ფეიკის მიერ ტრენინგები ჩაუტარდა აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებს ციტრუსების ( მანდარინის) მოვლა მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ მიერ ჩვენი რეგიონის ფერმერთათვის ანალოგიური ტრენინგების ჩატარების მიზნით.
ამ პროგრამაში პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად ჩართულია ფაკულტეტის 8 სტუდენტი.
28 დეკემბერი 2011 წელი
აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში საახალწლო შეხვედრა გაიმართა. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ოთარ შაინიძემ პროფერსო-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და სიგელები გადასცა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაშების ჩემპიონის, ფაკულტეტის გუნდის
,,სამასი აგრონომის“ ყველა მონაწილეს. საახალწლო შეხვედრა კონცერტით დასრულდა.
23 დეკემბერი 2011 წელი
პირველობა ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მან-სან-კანის“ გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის გუნდმა „სამსამა აგრონომმა’’. დეკანატი ულოცავს ფაკულტეტის გუნდს საუნივერსიტეტო შეჯიბრში პირველი ადგილის დაკავებას და უსურვებს წარმატებებს.
15 დეკემბერი 2011 წელი
ღია კარის დღე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ღია კარის დღეების ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ. მომავალ სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და უნივერსიტეტის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები და სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების გააცნეს.
22 ნოემბერი 2011 წელი
რსუ-ს აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტს USAID – ის ექსპერტები ეწვივნენ, რომლებმაც ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლების თანამედროვე მეთოდები გააცნეს. USAID დაინტერესებულია სტუდენტების დასაქმებითა და უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებით.
17 ნოემბერი 2011 წელი
აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი ვანო პაპუნიძე, აკადემიური დოქტორი არჩილ შაინიძე, დოქტორანტები: გიული ბერიძე, არჩილ ძირკვაძე და მირანდა წეროძე მიწვეული იყვნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამეცნიერო კონფერენციაზე.
11 ნოემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებმა დარეჯან ჯაშმა და ნუნუკა ნაკაშიძემ ტრენინგები გაიარეს ქალაქ ერევანში აშშ ტეხასის უნივერსიტეტის აგრობიზნესის განვითარების საერთაშორისო ცენტრში. ასევე მონაწილეობა მიიღეს სომხეთის აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკოლოგიური და ორგანული სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრობლემები“.
01 ნოემბერი 2011 წელი
ჩატარდა რსუ– ს აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
31 ოქტომბერი 2011 წელი
შავი ზღვის დღესთან დაკავშირებით ფაკულტეტზე გამოიცა კედლის გაზეთი, რომელსაც სტუდენტები დიდი ინტერესით გაეცნენ.
31 ოქტომბერი 2011 წელი
შავი ზღვის დაცვის დღე აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. ასისტ. პროფესორმა ნარგიზ ალასანიამ პირველკურსელებისათვის ლექციაა წაიკითხა სახელწოდებით ,,შავი ზღვა უნიკალური ზღვაა“ . შედგა ამავე თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 07.02.2012
გვერდი იხილა 1 462 603 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ