მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახური
 
სიახლეები
სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის აცხადებს რეფერატულ ნაშრომთა კონკურსს.
კონკურსის მიზანია საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევა–ძიების პროცესში ჩართოს პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის სრულყოფას, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.... »»»
01 დეკემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით საკარიერო დღეების პროექტის ფარგლებში თურქ ბიზნესმენებსა და რსუ-ს სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. თურქმა ბიზნესმენებმა ახალგაზრდებთან დასაქმების პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ უცხოურ ინვესტიციებზე, ბიზნესსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.
29 ივლისი 2011 წელი
2011 - მოხალისეობის ევროპული წელი
„მოხალისეობის ევროპული 2011 წლის“ ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო მოხალისეობის მეშვეობით სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, საერთო ევროპული ღირებულებების - სოლიდარობისა და სოციალური ინტეგრაციის - გავრცელება და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. მოხალისეთა ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით, კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ევროპის სახლი ახორცილეოებს პროექტს „მოახლისეობის განვითარების ხელშეწყობა საქრათველოში“.
28 ივნისი 2011 წელი
„მარკეტინგი, პროექტების მართვა და ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი“.
"გაუზიარე გამოცდილება თანატოლებს" პროექტის ფარგლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე: „მარკეტინგი, პროექტების მართვა და ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი“. პროექტი მიზნად ისახავდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლებასა და აქტივობის ზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.
20 ივნისი 2011 წელი
„სტუდენტური დღეები-2011“-ის გრან-პრი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა
„სტუდენტური დღეები-2011“ ქედაში ინტერმედიით დასრულდა. სტუდენტურ დღეებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სპეციალურმა ჟიურიმ ახალგაზრდების შესაძლებლობები სხვადასხვა ნომინაციაში შეაფასა. გრან-პრის მფლობელი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. საუკეთესო ფოლკლორული და მუსიკალური ნომრებისა და საუკეთესო მკლავჭიდელების ნომინაციების პრიზიორებად რსუ-ს სტუდენტები დასახელდნენ... »»»
16 ივნისი 2011 წელი
უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. ახალგაზრდებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა შიომ, რექტორის მოადგილეებმა ნათია წიკლაშვილმა, ირაკლი ბარამიძემ, დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს. უმაღლესი სასწავლებელი წელს 499-მა სტუდენტმა დაამთავრა. წარჩინებული სწავლისა და სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის 87 კურსდამთავრებულს სიგელები გადაეცა. კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ტბეთმა“, გოგონათა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა, ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და უმაღლესი სასწავლებლის სხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა.
16 ივნისი 2011 წელი
„სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2011“
დასრულდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებული „სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2011“. ათდღიან კონფერენციაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 129 სტუდენტი მონაწილეობდა. სამართლის, ეკონომიკური მიმართულების, ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობათა, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, ჯანდაცვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პედაგოგიკის, ფილოსოფიის, ევროპეისტიკის, სლავისტიკისა და აგრარული ტექნოლოგიების სექციებში წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომებში დაიბეჭდება, ხოლო კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
11 ივნისი 2011 წელი
რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი გაიმართა
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით რეფერატულ ნაშრომთა კონკურსი გაიმართა. კონკურსი კვლევა–ძიების პროცესში ჩართული ახალგაზრდა მკვლევრების სტიმულირებას, სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერასა და წახალისებას ითვალისწინებდა. ბაკალავრიატის საფეხურის პირველი და მეორე კურსის 56 სტუდენტმა რეფერატები წარმოადგინეს სამართლის, ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობათა, ფილოლოგიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, საბაზო მედიცინის, პედაგოგიკის, ტურიზმისა და საბანკო საქმის სექციებში. გამარჯვებული სტუდენტები დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. სექციაში პირველ ადგილზე გასულ რეფერატები წარდგენილ იქნება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
10 ივნისი 2011 წელი
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საუკეთესო გუნდი გამოვლინდა
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდებს შორის შეჯიბრი ჩატარდა. პირველობისათვის უმაღლესი სასწავლებლის სამი გუნდი - განათლებისა და მეცნიერებთა ფაკულტეტის „ბსუ“, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის „კარიკატურა“ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის „ბუნჩულები“ იბრძოდა. მისალმების, კითხვა-პასუხისა და საშინაო დავალების ნომრების წარმოდგენის შემდეგ ჟიურიმ პირველობა გუნდ „ბსუ“-ს მიანიჭა და თასი გადასცა. მან-სან-კანის საუკეთესო მოთამაშეებით უნივერსიტეტის ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას.
01 ივნისი 2011 წელი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
რსუ-ს სააქტო დარბაზში სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ქალაქ ბათუმის 22 საჯარო ბაღის 250-მდე აღსაზრდელმა უნივერსიტეტის სცენაზე მუსიკალურ ნომრებთან ერთად იუმორისტული სკეტჩები და ცეკვები შეასრულა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა, ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს, ხოლო სტუდენტური თვითმმრთველობა სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 18.05.2012
გვერდი იხილა 1 722 526 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ