04 ოქტომბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს.
ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება განათლების ფაკულტეტის სამდივნოში (ოთ. N-105) 2010 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
ბ) კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 27 ოქტომბერს.... »»»
|
სტუდენტთა საყურადღებოდ
საშუალება გეძლევათ დამატებითი სპეციალობის ფარგლებში აითვისოთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა... »»»
|
27 აგვისტო 2010 წელი
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
განათლების ფაკულტეტზე ,,განათლების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული კონსულტაციები ჩატარდება 2010 წლის 13 სექტემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12–დან 15 საათამდე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, №111 აუდიტორიაში.
|
29 მაისი 2010 წელი
2010 წლის 28-29 მაისს გაიმართა განათლების ფაკულტეტის დოქტორანტთა საგაზაფხულო რესპუბლიკური კონფერენცია მომხსენებლებმა წარმოადგინეს ცალკეული პრობლემები სადისერტაციო ნაშრომიდან და გაიარეს ერთგვარი აპრობაცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება, აქედან ბათუმიდან 10 ქუთაისიდან 1, თბილისიდან 1, ბულგარეთიდან 1. რამდენიმე ნაშრომს მიეცა რეკომენდაცია დაიბეჭდოს რსუ შრომების XVI ტომში.
|
25 მაისი 2010 წელი
2010 წლის 24–25 მაისს მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო კონფრენცია. წარმოდგენილი იყო 14 სტუდენტის მოხსენება სწავლებისა და აღზრდის აქტუალურ საკითხებზე. III– IV კურსის სტუდენტთა მოხსენებები ემყარებოდა პედაგოგიური პრაქტიკის პერიოდში შეკრებილ მასალებს და აკმაყოფილებდა კვლევითი ხასიათის მოხსენებების მოთხოვნებს. სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი იური ბიბილაიშვილი.
|
05 მაისი 2010 წელი
2010 წლის 27 მაისს პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს მაგისტრანტთა რესპუბლიკურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 75 წლისთავს.
|
05 მაისი 2010 წელი
2010 წლის 20 მაისს პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ატარებს დოქტორანტთა რესპუბლიკურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლისთავს.
|
02 მაისი 2010 წელი
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავს მიეძღვნა დასავლეთ საქართველოს ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში. ჩემპიონატი ჩატარდა 6 წონით კატეგორიაში 60კგ. 70კგ. 70კგ.(გოგონები) 80კგ. 90კგ. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: ჭიათურის, რაჭის, საგარეჯოს, სტეფანწმინდის, ქუთაისის, ხულოს, ბათუმის, ხელვაჩაურის ახალგაზრდები. ... »»»
|
01 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 1 აპრილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა შუა საუკუნეების ქართული კულტურის უდიდესი ნიშანსვეტი – გელათის მინასტერი მოინახულეს. დაათვალიერეს წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრები და გელათის აკადემიის რესტავრირებული დარბაზები.
იმავე დღეს სტუდენტები და ლექტორები ეწვიენ თანამედროვე ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს ოტია იოსელიანს. გაიმართა საუბარი მწერალსა და მკითხველებს შორის. სტუდენტებმა გამოავლინეს მწერლის შემოქმედების ცოდნა, დაუსვეს შეკითხვები და მწერლისგან მიიღეს ორიგინალური შინაარსის პასუხები. შეხვედრა ხუთ საათს გაგრძელდა.
|
30 მარტი 2010 წელი
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 75 წლისთავს მიეძღვნა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტმა ჩაატარა 2010 წლის 29 და 30 მარტს. კონფერენციაში ადგილობრივ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისელმა და ქუთაისელმა მომხსენებლებმაც. სულ მოსმენილ იქნა 19 კვლევითი ხასიათის მოხსენება სწავლებისა და აღზრდის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის 2010 წლის შრომების XV ტომში.
|