,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მოსკოვის გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტის ქიმიისა და ნავთობის ნახშირბადების ლაბორატორიის გამგემ გურამ გორდაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“. აკადემიკოსმა ნახშირბად-ბიომარკერ შენაერთებზე, ნორმალურ და იზოპრეინოდული აგებულების ალკანებზე, სტერანებზე და ტერპანებზე, არომატულ ნახშირწყალბადებზე ისაუბრა და სხვადასხვა ტიპის ნავთობის ქრომატოგრამები წარმოადგინა.
24 იანვარი 2012 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს კომპანია “ბათუმის წყლის” გენერალური დირექტორი ჯანი ვარშალომიძე, კონსულტანტი და კომპანია “MACS”–ის (გერმანია) მმართველი დირექტორი მატიას ჰიტცელი, ინჟინერი ჰარალდ ვალდეკი სტუდენტებსა და ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ბათუმის ახალი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, მისი უშუალო და დისტანციურ მართვის წესები გააცნეს. შეხვედრაზე ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა დაიგეგმა, რომელშიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
11 იანვარი 2012 წელი
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი რიჩარდ ლეტენდრე რსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიზო ფარცხალაძეს, საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელს ნინო ინაიშვილსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ვიზიტის მიზანია ,,საერთაშორისო სამშენებლო კოდების“ შემოტანა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებში. ბატონი რიჩარდ ლეტენდრე ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ელექტროობის მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს.
10 იანვარი 2012 წელი
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები შპს „ბიემსი გორგიაში’’ სტაჟირებას გაივლიან. სტაჟიორები უმაღლესი სასწავლებელისა და კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსის წესით შეარჩიეს. ორგანიზაციის მუშაობას ფაკულტეტის კურსდამთავრებული თ. აბულაძე, მეოთხე კურსის სტუდენტები: ნ. ანანიძე, მ. ნოღაიდელი, ქ. თურმანიძე და მესამეკურსელები: მ. წერეთელი, დ. ხალვაში, დ. ბერიძე, და ნ. მენაბდე გაეცნობიან. საუკეთესო სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ შპს „ბიემსი გორგიაში’’ დასაქმებისა. კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება.
29 დეკემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოაწყეს. ახალგაზრდებმა მშენებლობის, სასურსათო ტექნოლოგიების, არქიტექტორ გრაფიკოსისა და კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) მიმართულებების სასწავლო კურსები წარმოადგინეს და მათ მნიშვნელოვან საკითხებზე, აქტუალობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
28 დეკემბერი 2011 წელი
დამდეგი შობა-ახალი წელი საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტის სტუდენტებმა საახალწლო კონცერტით აღნიშნეს. ახალგაზრდებმა შეკრებილთ დღესასწაული მიულოცეს და თანამედროვე და საესტრადო სიმღერებთან ერთად იუმორისტული ნომრები შეასრულეს. საღამოს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
23 დეკემბერი 2011 წელი
კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტები ასისტენტ პროფესორ მარინა ჩხარტიშვილთან ერთად დაწესებულებას ეწვივნენ. ახალგაზრდები ორგანიზაციის საბაზო სადგურის, საკომუტაციო კვანძის, სერვის-ცენტრისა და კორპორატიული გაყიდვების ოფისის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სტუდენტებს მეგზურობა „სილქნეტის“ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერმა, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა ნუგზარ ნაკაშიძემ გაუწია.
22 დეკემბერი 2011 წელი
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვია
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვია
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვია
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვია
საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი ეწვია. უმაღლესი სასწავლებლის კანცლერი ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სწავლების პირობებს გაეცნო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, დამხმარე პერსონალთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების მნიშვნელოვან საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
12 დეკემბერი 2011 წელი
,,საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში“
,,საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში“
,,საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში“. ისტორიკოსმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, გეორგიევსკის ტრაქტატზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმებაზე, 1801 წლის მანიფესტზე და ქვეყანაში ამ დროისათვის განვითარებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე.
25 ნოემბერი 2011 წელი
2011 წლის 25 ნოემბერს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით რსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს - მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი და სამთო და გეოინჟინერია მიენიჭა აკრედიტაცია.
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ულოცავს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რსუ-ს ადმინისტრაციას საბაკალავრო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გავლას.