სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებული რეფერატულ ნაშრომთა კონკურსის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტის სექციამ „სამოქალაქო და სამრეწველო მშნებელობა“ მუშაობა დაასრულა. პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპელქებულმა ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოავლინა. პირველობა გიორგი დოლიძისა და ზვიად თურმანიძის ნაშრომს „ნავთობი და გეოპოლიტიკა“ ერგო. მეორე ადგილი თეიმურაზ თავართქილაძის მოხსენებამ „სხვადასხვა ფაქტორის გავლენა გადაადგილებაზე“ დაიკავა. მესამე ადგილი მოპოვება ორმა ნაშრომმა შესძლო, რობერტ ნაკაიძისა და გურამ ფუტკარაძის ერთობლივმა ნაშრომმა „ღეროვანი სისტემების გაანგარიშება შესაძლო დადგენილებათა პრინციპის გამოყენებით“ და ნინო გოჩიტიძის თემამ „საავტომობილო ტრანსპორტი და გარემოს დაცვა“.
25 აპრილი 2012 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის შრომითი რესურსების ოფიცერი ნინო ფარტენაძე და უსაფრთხოებისა დაცვის ოფიცერი თენგიზ გოგეშვილი ეწვივნენ. ბაკალავრებთან, მაგისტრანტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში დასაქმებას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალთან მემორანდუმის გაფორმება.
21 მარტი 2012 წელი
რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე და რექტორის მოადგილე ირაკლი ბარამიძე საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. რექტორმა უმაღლეს სასწავლებელში დანერგილ სიახლეებზე, საგანმათლებლო პროგრამებზე, სასწავლო კურსზე, სტიპენდიების გაცემის წესზე, სოციალური პროგრამების განხორციელების პირობებზე, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
24 თებერვალი 2012 წელი
სასტუმრო ”კემპინსკის” მშენებლობის ინვესტორ კომპანია GIMG-ში ”სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის” სპეციალობის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტები ამირან ძაგნიძე, ნუკრი ბერიძე, და დავით გაბაიძე თებერვლიდან სტაჟირებას გაივლიან. კონკურსის წესით შერჩეულმა მომავალმა ინჟინრებმა სასტუმრო ”კემპინსკის” მშენებლობაზე პრაქტიკა უკვე გაიარეს. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ჩატარებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადგენასა და სამშენებლო პროცესების მონიტორინგის განხორციელებაში. კომპანია GIMG-ისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება.
11 თებერვალი 2012 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბათუმისა და დასავლეთ საქართველოს რაიონების სკოლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრები აბიტურიენტებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს რსუ-ს ფაკულტეტების, სპეციალობების, გამოცდების, სწავლების საკრედიტო სისტემის, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო გრანტების შესახებ. აბიტურიენტებმა გამოხატეს ინტერესი შეხვედრის მიმართ, მათ დასმულ კითხვებზე გაცემული იქნა პასუხები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
25 იანვარი 2012 წელი
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მოსკოვის გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის ინსტიტუტის ქიმიისა და ნავთობის ნახშირბადების ლაბორატორიის გამგემ გურამ გორდაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ორგანული გეოქიმიის ფუნდამენტური და გამოყენებითი ასპექტები“. აკადემიკოსმა ნახშირბად-ბიომარკერ შენაერთებზე, ნორმალურ და იზოპრეინოდული აგებულების ალკანებზე, სტერანებზე და ტერპანებზე, არომატულ ნახშირწყალბადებზე ისაუბრა და სხვადასხვა ტიპის ნავთობის ქრომატოგრამები წარმოადგინა.
24 იანვარი 2012 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტს კომპანია “ბათუმის წყლის” გენერალური დირექტორი ჯანი ვარშალომიძე, კონსულტანტი და კომპანია “MACS”–ის (გერმანია) მმართველი დირექტორი მატიას ჰიტცელი, ინჟინერი ჰარალდ ვალდეკი სტუდენტებსა და ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ბათუმის ახალი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, მისი უშუალო და დისტანციურ მართვის წესები გააცნეს. შეხვედრაზე ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა დაიგეგმა, რომელშიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
11 იანვარი 2012 წელი
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი რიჩარდ ლეტენდრე რსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიზო ფარცხალაძეს, საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელს ნინო ინაიშვილსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ვიზიტის მიზანია ,,საერთაშორისო სამშენებლო კოდების“ შემოტანა საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებში. ბატონი რიჩარდ ლეტენდრე ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ელექტროობის მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს.
10 იანვარი 2012 წელი
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები შპს „ბიემსი გორგიაში’’ სტაჟირებას გაივლიან. სტაჟიორები უმაღლესი სასწავლებელისა და კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსის წესით შეარჩიეს. ორგანიზაციის მუშაობას ფაკულტეტის კურსდამთავრებული თ. აბულაძე, მეოთხე კურსის სტუდენტები: ნ. ანანიძე, მ. ნოღაიდელი, ქ. თურმანიძე და მესამეკურსელები: მ. წერეთელი, დ. ხალვაში, დ. ბერიძე, და ნ. მენაბდე გაეცნობიან. საუკეთესო სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ შპს „ბიემსი გორგიაში’’ დასაქმებისა. კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება.
29 დეკემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია მოაწყეს. ახალგაზრდებმა მშენებლობის, სასურსათო ტექნოლოგიების, არქიტექტორ გრაფიკოსისა და კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCad) მიმართულებების სასწავლო კურსები წარმოადგინეს და მათ მნიშვნელოვან საკითხებზე, აქტუალობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.