23 ოქტომბერი 2010 წელი
ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა I სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 35-მა დოქტორანტმა. კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა 4 სექციაში: ენათმეცნიერება (ევროპეისტიკა); ენათმეცნიერება (სლავისტიკა, თარგმანმცოდნეობა); ლიტერატურათმცოდნეობა; ისტორია, ხელოვნების თეორია და ისტორია.
კონფერენციის დაწყებამდე საზეიმოდ გაიხსნა პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობის აუდიტორია.
|
04 ოქტომბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს.
ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში (ოთ. N-40) 2010 წლის 11 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
ბ) კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 27 ოქტომბერს.
გ) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2010 წლის 29 ოქტომბერს... »»»
|
30 სექტემბერი 2010 წელი
2010 წლის 27-30 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც.პროფესორმა ემზარ მაკარაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კაისერის ერჯიეს უნივერსიტეტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმში „სელჩუკების პერიოდი– ისტორიულ სარკეში.“ მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: “მცირე აზიის სელჩუკების ისტორიის საკითხი თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში.“
|
29 სექტემბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს... »»»
|
20 სექტემბერი 2010 წელი
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მ. გიორგაძემ, დეპარტამენტებისის ხელმძღვანელებმა, პროფესორ–მასწავლებლებმა. 2010 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი 250 ახალგაზრდა გახდა.
|
15 სექტემბერი 2010 წელი
2010 წლის 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები უმაღლესი სასწავლებლების გერმანისტებისათვის. კურსს ხელმძღვანელობდა დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ბერნდ შპილნერი. კურსის მიზანს წარმოადგენდა ენათმეცნიერული საბაზისო ცოდნის გადაცემა, დიდაქტიკური მიდგომების გამოყოფა/გამოყენება და პროფესიული ტერმინოლოგიების დაუფლება სხვადასხვა (იურიდიული, ეკონომიკური, სამედიცინო, ტექნიკური) სფეროებში.
|
15 სექტემბერი 2010 წელი
DAAD-ს სტიპენდიები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
DAAD-ს სტიპენდიები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
DAAD-ს სტიპენდიები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
DAAD-ს სტიპენდიები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
ევროპეისტიკის დეპარტამენტის 3 ლექტორ-მასწავლებელი და ერთი სტუდენტი ზაფხულში იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კვლევითი და საწავლო პროგრამებით, რომელიც დაფინანსებულ იქნა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მიერ... »»»
|
10 აგვისტო 2010 წელი
2010 წლის 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებული კურსი აკადემიურ წერაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფ. კარმენ ნაისი. კურსებში მონაწილეობდნენ სტუდენტები სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტიდანაც.
|
21 ივლისი 2010 წელი
2010 წლის 27 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდნენ საზაფხულო სკოლაში თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში. მათ ხელმძღვანელობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ემზარ მაკარაძე. სტუდენტებმა სპეციალიზებული კურსი გაიარეს თურქულ ენასა და კულტურაში, რომლის შემდეგაც თითოეულ მათგანს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად ჩვენი სტუდენტების მონაწილეობა მოცემულ პროექტში აისახა თურქულ პრესაში.
|
11 ივლისი 2010 წელი
2010 წლის 7-11 ივლისს საინტერესო ღონისძიებები გაიმართა თურქეთის ქალაქ იზმირში, სადაც მიწვეული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე... »»»
|