მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
სამეცნიერო ცენტრი - ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ–სოციალური მიმართულება
 



















სიახლეები
20 დეკემბერი 2011 წელი
გამოიცა ჟურნალ „მაჭახელი“–ს მორიგი, მეხუთე ნომერი. ჟურნალი დაიბეჭდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
ჟურნალი ეძღვნება „მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მაჭახლის ხეობაში.
ჟურნალში ასახულია ორად გაყოფილი მაჭახლის ხეობის (მისი ზედა ნაწილი ანუ ზედა მაჭახელი მოქცეულია თურქეთის საზღვარებში) ისტორიის, ეთნოგრაფიის (ეთნოლოგიის), მატერიალური და სულიერი კულტურის საკითხები. ჟურნალი ილუსტრირებულია.
ჟურნალი დააფინანსა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა. ჟურნალის რედაქტორია ნოდარ კახიძე, რედაქტორის მოადგილე როინ მალაყმაძე.
16 დეკემბერი 2011 წელი
2011 წლის 16 დეკემბერს გაიმართა რსუ-ს სამეცნიერო ცენტრში ვაკანტური სამეც-ნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების მიზნით აკადემიური საბჭოს 2001 წლის 9 სექტემბრის 120-ე დადგენილებით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა ორი პრეტენდენტი: ნინო ინაიშვილი და ბიჭიკო დიასამიძე. ხმათა უმრავლესობით, კონკურსში ისტორია-არქეოლოგიის განყო-ფილების უფროსის (მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის) ვაკანტური აკადემიური თანამ-დებობის დასაკავებლად, გამარჯვებულად გამოცხადდა ბიჭიკო დიასამიძე.
23 ნოემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ისტორია–არქეოლოგიის განყოფილების ორგანიზებით საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლეონიდეს დაბადებიდან 150–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია გაიმართა. სამეცნიერო სესია გახსნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, რსუ–ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა აკად. დოქტორმა ემზარ ძირკვაძემ და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ამირან კახიძემ. სესიის მუშაობას ისტ. აკად. დოქტორი უჩა ოქროპირიძე უძღვებოდა.... »»»
10 ოქტომბერი 2011 წელი
ლაზური მუსიკის I საერთაშორისო ფესტივალი
აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რსუ-ს სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების, კომპანია ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,ბაიარტურის“ ორგანიზებით ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში ლაზური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ლაზი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ქაზიმ ქოინჯუს ხსოვნას მიეძღვნა, რომლის მოღვაწეობამ დიდი როლი შეასრულა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული და ეროვნული ღირებულებების აღდგენასა და შენარჩუნებაში. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ თურქეთში მოღვაწე ცნობილი მომღერლები (ერდალ ბაირაკოღლუ, ნიაზ ქოინჯუ, მეჰმედ ერდემი, ბაიჰარ შაჰინი, თოლღა ქურდოღლუ). საქართველოდან ლაზური სიმღერები ანსაბლებმა „გორდელამ,“ „თუთარჩელამ,“ და „ათძალმა“ შეასრულეს. ფესტივალი პირველად ჩატარდა და იგი ყოველი წლის შემოდგომაზე გაიმართება.
17 სექტემბერი 2011 წელი
2011 წლის 16 აგვისტოდან 26 აგვისტომდე შუახევის მუნციპალიტეტის მარეთის ხეობაში მოეწყო რსუ-ს სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მეცნიერ-თანამშრომელთა კომპლექსური (დიალექტოლოგიური, ფოლკლორული, ისტორიული და ეთნოგრაფიული) ექსპედიცია ისტორიის აკადემიური დოქტორების როინ მალაყმაძის (ექსპედიციის ხელმძღვანელი), ჯემალ ვარშალომიძის, უჩა ოქროპირიძის, ნაილა ჩელებაძის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის შუშანა ფუტკარაძის, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ელზა ფუტკარაძის, მეცნიერი თანამშრომელის ნანული ნოღაიდელისა და ნოდარ ქამადაძის მონაწილეობით.... »»»
03 ივლისი 2011 წელი
სახალხო დღესასწაული „კავკასორი“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მკვლევრები ართვინის გუბერნატორისა და მერიის მიწვევით 33–ე სახალხო დღესასწაულ „კავკასორზე“ იმყოფებოდნენ. ორი დღის განმავლობაში მეცნიერებმა ჩაწერეს ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები. ასევე გადაიღეს სახალხო დღესასწაულისა და ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები.
12 ივნისი 2011 წელი
„კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი: პრობლემები და პერსპექტივები“
საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი: პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, შესწავლასა და მართვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მასში საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების მკვლევრებმაც.... »»»



 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 20.02.2012
გვერდი იხილა 1 511 544 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ