მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
 
სიახლეები
06 თებერვალი 2012 წელი
ASCN-(Academic Swiss Caucasus Net) გთავაზობთ 2 წლიან სამეცნიერო კვლევით სტიპენდიას შემდეგ დარგებში: 1. დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია; 2. სოციალური ცვლილება: სტრუქტურები და წარმომადგენლობები. იხ.სრულად
25 იანვარი 2012 წელი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებს კანდიდატების მიღებას პროგრამისთვის - „ALLONS EN FRANCE 2012“ იხ.სრულად
12 იანვარი 2012 წელი
UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამა 2012-2013
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ პროექტები იუნესკოს 2012-2013 წლების "მონაწილეობის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
"მონაწილეობის პროგრამა" არის UNESCO-ს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.... »»»
10 იანვარი 2012 წელი
სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამაზე შვედეთში
”შვედურმა ინსტიტუტმა” შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ. ”ბალტიის ზღვის” რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program). პროგრამა მოიცავს 2010-2013 სასწავლო წლებს სამაგისტრო დონეზე. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ”შვედური ინსტიტუტი” აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში მგზავრობის ხარჯებს.
განაცხადების შეტანა შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში ხდება 1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე ვებ გვერდის მეშვეობით, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.
აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება ”ვისბის პროგრამის” სტიპენდიის მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე
გარდა სამაგისტრო პროგრამისა ”შვედური ინსტიტუტი” სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე, იხილეთ შემდეგი ლინკი და დანართი

29 დეკემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ თემურ გოგოხიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო საქმიანობას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სამართლებრივი კვლევების წარმართვასა და სხვადასხვა პროექტების ერთობლივად განხორციელებას.
09 დეკემბერი 2011 წელი
უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ენგინ არიკანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბრისას განიხილეს თურქეთის უნივერსიტეტებისა და რსუ–ს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, დასახეს გაცვლითი პროგრამების გააქტიურების გეგმები, ასევე ისაუბრეს იმ თურქი სტუდენტების შესახებ, რომლებიც რსუ–ში ეუფლებიან განათლებას.
07 დეკემბერი 2011 წელი
სამაგისტრო პროგრამა: „ აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპული ქვეყნების შესწავლა“
პროგრამის მიზანი : აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპული ქვეყნების სამართლებრივი და ეკონომიკური სისტემების, კულტურის, საზოგადოებრივი ურთიერთობების (დამოკიდებულებების), პოლიტიკური და ისტორიული განვითარების შედარება.
სწავლის ხანგრძლივობა: ორი წელი.
სწავლების ენა: გერმანული
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე
ელ ფოსტა: ost.west@europaeum.uni-regensburg.de
02 დეკემბერი 2011 წელი
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა. იხ. სრულად
30 ნოემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი და სტუდენტური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ რსუ-ს სტუდენტებს თურქეთის რესპუბლიკიდან. შეხვედრისას განხილულ იქნა სტუდენტების სწრებადობა და აკადემიური მდგომარეობა. ასევე რექტორმა გასცა პასუხი სტუდენტების მიერ დასმულ აქტუალურ საკითხებს. ისაუბრეს პრობლემებზე და მომავალ გეგმებზე.
28 ნოემბერი 2011 წელი
საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის იხ. სრულად




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 07.02.2012
გვერდი იხილა 1 462 592 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ