მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
 



















ფაკულტეტის სიახლეები
21 ოქტომბერი 2011 წელი
გამომცემლობა ,,უნივერსალმა” გამოცსა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომების კრებული ,,სოციალურ მეცნიერებათა საკითხები, ტ. III, თბ., 2011. რედაქტორი ასოც. პროფ. ირაკლი მანველიძე.
კრებულში მოცემული საკითხები ეხება სოციალური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს, კერძოდ ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემებს.
04 ოქტომბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს... »»»
04 ოქტომბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს... »»»
02 ოქტომბერი 2010 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით რსუ-ს აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გრეიფსვალდის უნივერსიტეტის პროფესორ ჰანს იუსტენს მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, კერძოდ კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მდგრადი განვითარების, საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხების შესწავლაში და უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის მიენიჭა რსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება.
20 სექტემბერი 2010 წელი
პირველკურსელებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორებმა. ფაკულტეტის დეკანმა პირველკურსელებს ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სამახსოვრო“ გადასცა საჩუქრად.
22 ივნისი 2010 წელი
22 ივნისს პირველკურსელთათვის მოეწყო ბიოლოგიის დეპარტამენტში არსებული საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდნენ მაგისტრები და დოქტორანტები. აღნიშნული ფორმატი დაეხმარებათ პირველკურსელებს საბოლოო პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.
05 ივნისი 2010 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტმა ტრადიციულად აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე.მოეწყო გასვლითი ვორქ-შოპი მტირალას ეროვნულ პარკში თემაზე: ,,საქართველოს დაცული ტერიტორიები“. მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში პარკის დირექციის თანამშრომლებმა გამართეს პრეზენტაცია. ეროვნული პარკის დირექტორმა ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და დეკანს საჩუქრად გადასცა მაისური და ქუდი. შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს მტირალას ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი,სადაც ღია ტერასაზე ბუნების წიაღში გაიმართა ვორქ-შოპი და სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელელებით. ბოლოს მოეწყო ეროვნული პარკის ბილიკზე გასვლა -,,მწვანე ტური“.
04 ივნისი 2010 წელი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში - ,,მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა“. აქცია მოაწყო ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა. მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა ორგანიზებული იყო ბრიტანეთის გლობალური პარტნიორობის პროგრამის მიერ.
02 ივნისი 2010 წელი
2 ივნისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი შეხვდა პირველი კურსის სტუდენტებს და კიდევ ერთხელ განუმარტა მათ საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და სპეციალობის არჩევის პრინციპები
02 ივნისი 2010 წელი
2 ივნისს ბიოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო პოპულარული სემინარების ციკლს ,,თანამედროვე მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“. პირველი შეხვედრა შედგა თემაზე: ,,2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში“. ბიოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ალფრედ ბერნჰარდ ნობელისა და 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ, რომლებმაც ეს ჯილდო დაიმსახურეს ნაშრომისათვის ,,როგორ იცავს ტელომერა ქრომოსომას და ფერმენტი ტელომერაზა“.




 
 
 
© ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 18.05.2012
გვერდი იხილა 1 722 617 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ