მთავარი საიტის რუქა კონტაქტი
  
 
 
 
ჯანდაცვის ფაკულტეტი
 



















ფაკულტეტის სიახლეები
12 ოქტომბერი 2010 წელი
24-29 ოქტომბერს ჩატარდება, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტისა და რსუ-სთან დამეგობრებული მიუნხენის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ულტრასონოგრაფიის შემსწავლელი სემინარი. რომელსაც უხელმძღვანელებს მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი კლევერტი. მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ჯანდაცვის ფაკულტეტზე, 125-ე ოთახში. გაიცემა სერტიფიკატი. რეგისტრაცია იწარმოებს 20 ოქტომბრამდე.
04 ოქტომბერი 2010 წელი
04 ოქტომბერი.2010 წელი. ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ გივი ცეცხლაძის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე დაწესდა თანამშრომელთა მორიგეობა. მორიგის მოვალეობაა აწარმოონ სასწავლო პროცესისა და სტუდენტთა დისციპლინის მონიტორინგი.
იხილეთ მორიგეობის გრაფიკი.
04 ოქტომბერი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს... »»»
03 ოქტომბერი 2010 წელი
2-3 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75-ე საუბილეო ღონისძიებებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. სამეცნიერო კონფერენციაზე ფაკულტეტის სახელით მოხსენებით "იოდდეფიციტური დაავადებების მონიტორინგი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო ათი წლის განმავლობაში" წარსდგნენ სრული პროფესორი გივი ცეცხლაძე და ასოცირებული პროფესორი სალომე ღლონტი. რსუ-ს საპატიო დოქტორი რალფ შაუერი კი მოხსენებით "ღვიძლის მეტასტაზების მკურნალობის თანამედროვე კონცეფციები კოლორექტალური სიმსივნის დროს" წარუდგა მსმენელს.
02 ოქტომბერი 2010 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სხვებთან ერთად საპატიო სიგელითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს ჯანდაცვის ფაკულტეტის საუკეთესო ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჩომახაშვილი, ასისტენტ პროფესორი ჯიმშერ ლეჟავა, მოწვეული მასწავლებელი დავით ზოიძე, სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ვაჟა ჩანტლაძე, კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტის სპეციალისტი რუსლან ბოლქვაძე, სამკურნალო საქმის მეხუთე კურსის სტუდენტი თემურ ზანდარაძე. ვულოცავთ მათ წარმატებას და წინსვლასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ.
02 ოქტომბერი 2010 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სხვებთან ერთად საპატიო დოქტორად აირჩიეს მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი რალფ შაუერი.
02 ოქტომბერი 2010 წელი
2 ოქტომბრიდან გერმანიაში, რსუს-თან დამეგობრებულ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზაზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან ჯანდაცვის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის კურსდამთავრებულები მაგდა კილაძე და ზურაბ თანდილავა, ისინი იქ რამდენიმე თვის მანძილზე მოისმენენ ლექციებს, დაესწრებიან პრაქტიკულ მეცადინეობებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, გამოცდილებასაც შეიძენენ.
01 ოქტომბერი 2010 წელი
გაიმართა ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს გაფართოებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. საბჭოზე იმსჯელეს რსუ-ს საიუბილეო დღეებში ჩასატარებელ ღონისძიებათა, ჯანდაცვის ფაკულტეტზე არჩეულ კურატორთა და სილაბუსების, შესახებ.
01 ოქტომბერი 2010 წელი
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნეს ჯანდაცვის ფაკულტეტზე, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაზე. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 100 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული ფსიქიკური მოშლილობის დიაგნოზით, მათ შორის 4 000 ბავშვია. დღეს რსუ-ს უნივერსიტეტის ეზოში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებმა 200-მდე ექსპონატი - ფერწერა, გრაფიკა - წარმოადგინეს.
01 ოქტომბერი 2010 წელი
გაიმართა ჯანდაცვის ფაკულტეტოს აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლებისათვის ტერენინგი სილაბუსის შესახებ.




 
 
 
© შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შექმნის თარიღი: 01.09.2005 | ბოლო განახლება 07.02.2012
გვერდი იხილა 1 462 605 სტუმარმა
დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ