უმაღლესი განათლების მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) სამსახურების ამოქმედებას“. (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი2დ )
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 1 )
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
(საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 2 )
|
სიახლეები
|
19 იანვარი 2012 წელი
USAID დაფინანსებითა და G-PAC-ის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 18-21 დეკემბერსა და 2012 წლის 17-19 იანვარს საერთაშორისო განათლების ცენტრის ბათუმის განყოფილებაში ჩატარდა ტრენინგები - „სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება რსუ-ში (Improvement of Teaching/Learning Quality at RSU)”... »»»
|
27 დეკემბერი 2011 წელი
2011 წლის 24-27 დეკემბერს ახალციხის საწავლო უნივერსიტეტში "საქართველოს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი"-ის ეგიდით, "ბოლონიის პროცესების კვალდაკვალ" პროექტის ფარგლებში, "კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების სტრატეგიების ინკორპორირების“ თემაზე გაიმართა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ სიმონ ჯანაშია და თამარ მოსიაშვილი... »»»
|
29 ნოემბერი 2011 წელი
პროგრამული აკრედიტაცია
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2011 წლის 4 და 25 ნოემბრის (ოქმეი №9 და №12) გადაწყვეტილებების საუძველზე აკრედიტაცია მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს... »»»
|
09 აგვისტო 2011 წელი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 04 აგვისტოს №117 გადაწყვეტილებით სსიპ–შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2012–2013 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.
სსიპ–შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ადგილების რაოდენობა განისაზღვრა 4940–ით, ხოლო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობიდან პროფესიული სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 500–ით.
|
30 ივლისი 2010 წელი
რეკომენდაციები დიპლომის დანართის შესახებ
2010 წლის 30 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა სემინარი თემაზე: „დიპლომის დანართი - ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები“, სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ სურგულაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირების, ლეგალიზაციის და აპოსტილის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი, საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლალი ბაქრაძე და სხვადასხვა აკრედიტებული უსდ-ბის წარმომადგენლები. სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიპლომებისა და დიპლომის დანართების შევსებისა და გაცემის წესში არსებულ ხარვეზებზე.
საუნივერსიტეტო კურიკულუმის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი ბაქრაძემ წარმოადგინა რეკომენდაციები დიპლომის დანართის მართებული შევსების შესახებ ( იხილეთ სემინარის მასალები), სემინარზე მოწოდებული იქნა 2009-2010 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომის დანართის მერვე პუნქტის სტანდარტული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
|
29 დეკემბერი 2009 წელი
პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!
რსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რსუ-ს რექტორის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 1-53 ბრძანებისა და რსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 03 ივნისის № 55 დადგენილების შესაბამისად, ახორციელებს სასწავლო პროცესის შფასებას, რსუ-ში დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. [ დანართი 1, დანართი 2]
|
29 დეკემბერი 2009 წელი
დეპარტამენტის ხელმძღვანელთა საყურადღებოდ!
მიმდინარეობს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტიზა. გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ დეპარტამენტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი სილაბუსების განთავსება ვებ.გვერდზე.
|