27 იანვარი 2012 წელი
ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო მიმართულების საფაკულტეტო სწავლების პირველი კურსის სტუდენტებთან. ბიოლოგიისა და ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა (დ. ბარათაშვილი; ქ. დოლიძე) პროგრამების არჩევის წინ კიდევ ერთხელ გააცნეს სტუდენტებს ბიოლოგიის დეპარტამენტში მოქმედი პროგრამები.
|
29 დეკემბერი 2011 წელი
,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ -ამ დევიზით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლებისა და სპორტის სპეციალობების I-II კურსის სტუდენტებმა უნივერსიტეტში კულინარული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის მობინადრეებისათვის დახმარება. ღონისძიებას უამრავი სტუმარი და სათნოების სახლის მობინადრეებისათვის დახმარების მსურველი ეწვია, რომელთა შორისაც იყვნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
|
29 დეკემბერი 2011 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების სპეციალობის I კურსის სტუდენტები კურატორებთან ასოც. პროფ. ნანა მაკარაძესა და ასისტ. პროფ. ნანი მამულაძესთან ერთად ბათუმის წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ეწვივნენ. მათ სავანის მობინადრეებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი მიართვეს. მასპინძლებში დადებითი ემოციები გამოიწვია სტუდენტების ვიზიტმა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღებამ.
|
28 დეკემბერი 2011 წელი
განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ბიოლოგია-ეკოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტებმა (კურატორები: ლალი ჟღენტი, თეა ქოიავა) სათნოების სახლში საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს დევიზით ,,ჩვენც დავბერდებით“. სტუდენტებმა მოხუცებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
|
27 დეკემბერი 2011 წელი
ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ურეხის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს; ბავშვები დაასაჩუქრეს ტკბილეულით, ტანსაცმლითა და მათთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით და გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
|
23 დეკემბერი 2011 წელი
20 ოქტომბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ,,მასწავლებლის მომზადების’’ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირველად ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკა. ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის სპეციალობის IV კურსის 38 სტუდენტმა პედაგოგიური პრაქტიკა გაიარა №2 საჯარო სკოლაში, სადაც მათ სკოლის მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების (მეთოდისტების) დახმარებით საინტერესო და წარმატებული საცდელი გაკვეთილები ჩაატარეს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სპეციალობის შესაბამის საგნებში. ერთ სემესტრიანმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ ხელი შეუწყო სტუდენტთა პედაგოგიური საქმიანობისათვის მომზადებას და საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
|
13 დეკემბერი 2011 წელი
ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამეცნიერო საგრანტო პროექტის GNSF/ST08/5-451 მენეჯერმა, სრულმა პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ გრანტის ფარგლებში ჰონ–კონგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „International Conference Physic Science and Technology ICPST-2011“ მიიღო მონაწილეობა. ფიზიკური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიური პროცესებისადმი მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაში მკვლევარმა იმპულსის მომვლების ცვლილების შესახებ მოხსენება წარადგინა სახელწოდებით: „About change of impulse outskirts during propagating in dispersive media“. სამეცნიერო ნაშრომი სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში დაიბეჭდება.
|
05 დეკემბერი 2011 წელი
ჩატარდა განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მიმდინარეობდა სამ სექციად: გეომეტრია და ტოპოლოგია; ალგებრა-რიცხვთა თეორია და მათემატიკური ანალიზი-ალბათობის თეორია.... »»»
|
01 დეკემბერი 2011 წელი
თბილისის მასწავლებლის სახლში კომპანია “ფიუვეს” ექსკლუზიური პარტნიორის შპს “რეზონანს - საქართველოსა” და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია “ლაბორატორიული მოწყობილობების მოდერნიზება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში” გაიმართა. მასში საქართველოსა და სომხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ფიზიკის დეპარტამენტების პროფესორ–მასწავლებელები ლეილა ახვლედიანი, ინგა სურმანიძე და ნინო ბეჟანიძე. მონაწილეობდნენ.... »»»
|
22 ნოემბერი 2011 წელი
ფილოსოფიის დეპარტამენტმა იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია „ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემები“ .... »»»
|