23 იანვარი 2012 წელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით შაქარაშვილი და აჭარისა და გურიის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი თენგიზ სარჯველაძე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და სტაჟირების პროგრამა გააცნეს. კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსის გავლისა და დასაქმებისა. სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკის გაცნობაში. გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება.
... »»»
|
28 დეკემბერი 2011 წელი
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სტუდენტებმა მოიგეს
სასპორტო დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაარსების 20 წლისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა ფრენბურთში. ერთმანეთს სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსელთა და იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა გუნდები შეხვდნენ. პირველობა სტუდენტებმა მოიპოვეს.დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურმან გორგოშაძემ გამარჯვებულებს - სოფიკო სონღულაშვილს, გია ბერიძეს, გოჩა ვანაძეს, ევგენი ცეცხლაძესა და გოგი ქათამაძეს ჯილდოები გადასცა, ხოლო სოფო სონღულაშვილს - საუკეთესო მოთამაშის პრიზი.
|
26 დეკემბერი 2011 წელი
ასოცირებული პროფესორის ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საიმიტაციო სასამართლო დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო სემესტრის განმავლობაში ,,ადვოკატირების საფუძვლებში“ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების წარმოჩენა. სტუდენტებმა წარმატებულად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას, საინტერესოდ წარმართეს სასამართლო პროცესი და ,,სწავლება-კეთებით“ მეთოდის გამოყენებით განიმტკიცეს ცოდნა.
|
26 დეკემბერი 2011 წელი
სტუდენტის შემოქმედების პრეზენტაცია
სტუდენტის შემოქმედების პრეზენტაცია
სტუდენტის შემოქმედების პრეზენტაცია
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის რესურსცენტრში სამართალმცოდნეობის სპეციალობის II კურსის სტუდენტ თამაზ მჟავანაძის ნოველების წარდგინება გაიმართა. სტუდენტებმა მაკა დოლიძემ, გია ბერიძემ, ილონა ანანიძემ ავტორის ნოველები წაიკითხეს, რომლებიც შემდეგ ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა სრულმა პროფესორმა ადამ მახარაძემ, დეკანის მოადგილემ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ტარიელ ებრალიძემ და იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა მურმან გორგოშაძემ. საღამოს ილონა ანანიძეს უძღვებოდა.
|
23 დეკემბერი 2011 წელი
მოგებული რეალური სასამართლო პროცესი
მოგებული რეალური სასამართლო პროცესი
იურიდიული კლინიკის სტუდენტებმა, კლინიკის (კოორდინატორი დავით გაბაიძე) წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოიგეს. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ულოცავს კლინიკის სტუდენტებს მალვინა სურმანიძესა და ირაკლი ხალვაშს პირველი რეალური სასამართლო პროცესის მოგებას.
|
21 დეკემბერი 2011 წელი
ბათუმის ჩემპიონები
ბათუმის ჩემპიონები
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის ინიციატივით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასპორტო დარბაზში გაიმართა ქ. ბათუმის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტთა შეჯიბრება ფრენბურთში. ტურნირში გაიმარჯვა რსუ-ს ნაკრებმა, რომლის ძირითად ბირთვს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები წარმოადგენდნენ. სტუდენტებს - გია ბერიძეს, გოჩა ვანაძეს და თამაზ დიმიტრაძეს ვულოცავთ წარმატებას.
|
07 დეკემბერი 2011 წელი
იუსტიციის სახლის კონცეფციისა და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების გასაცნობად, ბათუმის იუსტიციის სახლს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ახალი სერვისების, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების შესახებ. ახალგაზრდები ელექტრონული სერვისების პრეზენტაციასაც დაესწრნენ .
|
02 დეკემბერი 2011 წელი
საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველ იმიტირებულ პროცესში რსუ-ს გუნდი ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

თბილისში USAID/JILEP-ისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის მხარდაჭერით საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველი იმიტირებული პროცესი ჩატარდა. პროექტში საქართველოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი ოთხ-ოთხ კაციანი გუნდი მონაწილეობდა. პირველ დეკემბერს გაიმართა შესარჩევი ეტაპი, რომლის შედეგადაც გამოვლენილ ოთხ ნახევარფინალისტს შორის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიც მოხვდა... »»»
|
02 დეკემბერი 2011 წელი
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებითა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელშეწყობით ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვლადიმერ მახარაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ბიზნესმენმა ახალგაზრდებს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გააცნო და ქვეყანაში ბიზნესისა და მედიცინის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და სტუმარმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
|
01 დეკემბერი 2011 წელი
იმიტირებული სასამართლო პროცესი - „სწავლება – კეთებით“ მეთოდის პრაქტიკული განხორციელება

სასწავლო დისციპლინის „ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“ (მასწ. მოწვეული სპეციალისტი დავით ჭყონია) ჯგუფში მუშაოების ფარგლებში, „სწავლება – კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, 2011 წლის 1 დეკემბერს გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც სამართალმცოდნეობის მე-3 კურსის სტუდენტებმა ჩაატარეს. იმიტირებული პროცესისათვის როლები წინასწარ იყო გადანაწილებული და დავის საგანიც წინასწარ იქნა შერჩეული. სტუდენტებმა იმიტირებულ პროცესზე განიხილეს საქართველოს ერთ-ერთი კანონის მოქმედი ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
|