აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სურათი

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკურსელებს და ვუსურვო იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის საერთაშორისო ასპარეზზე.

განათლებასა და ახალგაზრდობას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა  აქვს. განათლების სექტორზე მაქსიმალური რესურსებია მიმართული. სწორედ, განათლებული ახალგაზრდობა იქნება მომტანი იმ შედეგისა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.

განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ აჭარაში საფუძველი ჩაეყარა არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს. ბათუმის უნივერსიტეტს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი შეემატა. დაიწყო განათლების ქალაქის მშენებლობა, რომლის განხორციელებითაც ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - განათლებული ახალგაზრდობა ჩვენს რეგიონში.

მჯერა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე თითოეული ადამიანი, დიდი ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რაც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის. სწორედ, თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა