დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „დავითობა - 2020“

სურათი

დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „დავითობა - 2020“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინა გიორგაძე და  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ კარალიძე. სესიაზე ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა სტუდენტების კონსულტირებით მომზადებული მოხსენებები წარმოადგინეს დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ რეფორმებსა და ეპოქის აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტსა და ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა