ტრენინგი სინქრონული თარგმანის სწავლების აქტუალურ საკითხებზე

სურათი

ბუდაპეშტის ოტვოშ ლორანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ინტერპრეტაციის დეპარტამენტისა და ევროპული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ილდიკო ჰორვატიმ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის სინქრონული თარგმანის ლაბორატორიაში ტრენინგი ჩაატარა. ტრენერმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „კონფერენციის ინტერპრეტაციის“ სამუშაო ჯგუფის წევრებს სინქრონული თარგმანის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, პროგრამისა და დარგის სპეციფიკა და დასაქმების პერსპექტივები გააცნო. სწავლება ევროკავშირის წამყვან მწარმოებელთან „ტელევიკ-განათლებასთან“ და ქართულ კომპანია „სინტაქსთან“ გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა