ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბსუ-ს ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები დააჯილდოვა

სურათი

ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები  განათლების სფეროში ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა.ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  მეცნიერს იზოლდა მაჭუტაძეს,  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერს რაულ გოცირიძეს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებს ჯემალ ვარშალომიძეს და ჯემალ მიქელაძეს,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორებს ნოდარ ბარამიძეს, ციალა მდინარაძეს და ბიბლიოთეკარს მერი ლომინაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭათ.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ უნივერსიტეტელებს ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა