საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“

სურათი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართება მეორე  საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ . საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია იმ  სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 01 თებერვლამდე უნდა გააგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.

შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ არაუგვიანეს 2022 წლის 10 თებერვლისა.

სკოლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის საიტზე:
www.manuscript.ge / https://manuscript.ge/12919-2/

სკოლის ანონსი შეიძლება იხილოთ დანართებსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე: https://bit.ly/3pCCCeT

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა