ოდესის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და მიმართულებებზე. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რთულ მოვლენებზე და თანადგომა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას.

შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ოდესის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სერგი კუზნიჩენკო, რექტორის მოადგილე სამეცნიერო და განათლების მიმართულებით მაქსიმ კორნიენკო, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარინა არაპაკი, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის უფროსი გიორგი თავამაიშვილი და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების დირექტორი ნინო მხეიძე ესწრებოდნენ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა