ბსუ-ს საპატიო დოქტორი ავთანდილ ბარათაშვილი გარდაიცვალა

სურათი

გარდაიცვალა ბსუ-ს საპატიო დოქტორი, მეცენატი და უნივერსიტეტის დიდი გულშემატკივარი ავთანდილ ბარათაშვილი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საპატიო დოქტორ ავთანდილ ბარათაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას.


ბატონი ავთანდილი 2007 წლიდან საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაში. რამდენიმე წელია მისი ინიციატივით, სისტემატურად პროფესორ-მასწავლებლებისა და სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტებისათვის გაიცემა პრემიები და სტიპენდიები. ბსუ-ში დაწესებულია ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც ყოველწლიურად 100–მდე სტუდენტი იღებს.

ავთანდილ ბარათაშვილის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი პროექტი.  შედგა ბსუ-ს 85 წლის საიუბილეო დოკუმენტური ფილმის გადაღება. ახალი ლიტერატურით შეივსო ბიბლიოთეკის ფონდი, მოეწყო საუნივერსიტეტო სივრცეები და ლაბორატორიები. მეცენატმა უნივერსიტეტს ასევე გადასცა მუსიკალური ინსტრუმენტები და სპორტული ინვენტარი, ფინანსურ დახმარებას უწევდა უნივერსიტეტის ,,წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდს“. ეს არასრული ჩამონათვალია იმ კეთილი საქმეებისა, რაც ხმარდებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების საქველმოქმედო მიზნებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა