ბსუ-ს გუნდმა სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსში „აგრისთორის“ მთავარი და სპეციალური პრიზები მიიღო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების ანა შენგელიასა და სოფიო ბერიძის, ასევე ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი მოსიძის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და  ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ განხორციელებულ სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსში „აგრისთორი“, რომლის მიზანი იყო რეგიონული უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის მიმართულების გაძლიერება აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობდა შვიდი რეგიონული უნივერსიტეტი, რომლებმაც გადაიღეს მოკლე ფილმები USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პრიორიტეტული ქვე-სექტორების შესახებ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის, ასევე საქართველოს მთავრობის როლზე სექტორების განვითარებაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პროფესორ ინგა შამილიშვილის კოორდინირებით გადაიღო ფილმი ხილის გადამამუშავებელ საწარმოებზე, რომელმაც მიიღო რითეილ ასოციაციის მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდო, ასევე მშრალი ხილის კომპანია „კერკის“ სპეციალური პრიზი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მადლობას უხდის აშშ-ს განვითარების სააგენტოსა (USAID) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრს (JRC) ამ შესაძლებლობისათვის, სტუდენტთა წახალისებისა და მოტივირებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა