
ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ, ბსუ-ს ფოლკლორული გოგონათა ანსამბლ ,,თირინის" წევრები და ხელმძღვანელი თემურ დოლიძე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. რექტორმა სტუდენტებს ფესტივალ ,,ჰარიდაში" გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
ბსუ-ს ფოლკლორული ანსამბლი ,,თირინი” გამორჩეულია თავისი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობითა და სხვადასხვა ფესტივალზე მიღწეული წარმატებებით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ანსამბლის თითოეულ წევრს შრომისა და მიღწეული შედეგებისთვის.
უკან |