ტემპუსის საგრანტო პროექტი ,,სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში"

სურათიტემპუსის საგრანტო პროექტის ,,სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორკშოფი გაიმართა. დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, უნგრეთის, რსუ-სა და თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი სამი დღის განმავლობაში კონცეფციისა შემუშავებასა და იმ კომპეტენციათა განსაზღვრაზე მუშაობდა, რომლებიც არსებითი მნიშვნელობისაა კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. საგრანტო პროექტი ორწლიანია და მიზნად ისახავს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე ტრენერთა მომზადებას, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარებიან სამსახურის არა ერთჯერადად მოძებნაში, არამედ დამსაქმებლებთან სწორი კომუნიკაციის წარმოებაში, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში, კარიერის უკეთ დაგეგმვაში, გუნდური მუშაობის, საქმიანი კომუნიკაციისა და გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა