სტუდენტთა და მოსწავლეთა XII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სურათი

2026 წლის 23 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, გაიმართება XII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციის მიზანია: უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა; მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების განვითარება; კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი: პირისპირ

რეგლამენტი: მოხსენება – 10 წუთი; კითხვა-პასუხი – 5 წუთი.

საორიენტაციო თემატიკა:

  • პიროვნება და საზოგადოება; თანასწორობა და დისკრიმინაცია;
  • მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
  • კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში; ძალადობის პრევენცია;
  • მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო; ადამიანის უფლებები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები განათლებაში;
  • სწავლების თანამედროვე მიდგომები (პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება);
  • სასწავლო დისციპლინების სწავლების თავისებურებები (ქართული ენა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა);
  • სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა; მშობლის როლი სასკოლო ცხოვრებაში;
  • სკოლამდელი და პროფესიული განათლების თანამედროვე გამოწვევები.

შენიშვნა: თემატიკა საორიენტაციოა. შეგიძლიათ წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა აქტუალურ საკითხზე.

მონაწილეობის პირობები და თეზისების გაფორმება:

მონაწილეებმა თეზისები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: nato.sherozia@bsu.edu.ge

ტექნიკური მოთხოვნები:

  • მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა (MS Word-ის ფაილი);
  • შრიფტი: Sylfaen; ზომა: 11 (სათაურისთვის – 12);
  • დაშორება: 1.5.

     თეზისი უნდა მოიცავდეს:

  • ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი;
  • ხელმძღვანელის სრული სახელი და გვარი;
  • ორგანიზაცია/უნივერსიტეტი, სკოლა, ქალაქი;
  • ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;
  • კონფერენციის თემატური მიმართულება,  რომელსაც შეესაბამება წარმოდგენილი თეზისი;
  • თეზისის სათაური;
  • საკვანძო სიტყვები;
  • თეზისი (ძირითადი ტექსტი).

მნიშვნელოვანი თარიღები:

3 მაისი, 2026: თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა;

7 მაისი, 2026: შერჩეული თეზისების ავტორთა ინფორმირება;

23 მაისი, 2026: კონფერენციის ჩატარების თარიღი.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

სამეცნიერო  და საორგანიზაციო კომიტეტის წევრები

  1. ნატო შეროზია, ასოცირებული პროფესორი (სტუდენტთ და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის ხელმძღვანელი)
  2. ლელა თურმანიძე, პროფესორი
  3. ლელა თავდგირიძე, პროფესორი
  4. მაია ვანიძე, პროფესორი
  5. ლალი ჟღენტი, ასოცირებული პროფესორი
  6. მიხეილ დონაძე, ასოცირებული პროფესორი
  7. ნინო სამნიძე, ასოცირებული პროფესორი
  8. თათია ნაკაშიძე-მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
  9. მედეა დიასამიძე, ასოცირებული პროფესორი
  10. მაია ბოლქვაძე, ასისტენტ პროფესორი
  11. დალი დობორჯგინიძე, ასისტენტ პროფესორი
  12. ცირა ქამადაძე, ასისტენტ პროფესორი
  13. ირმა ბაგრატიონი, ასისტენტ პროფესორი
  14. ქეთევან თადუმაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი
  15. ემზარ ჭელიძე,  სტუდენტი

საკონტაქტო პირები:

  1. ნატო შეროზია (კოორდინატორი) – (+995) 577 17 37 07; nato.sherozia@bsu.edu.ge
  2. ქეთევან თადუმაძე – (+995) 579 19 19 97

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა