უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ-მასწავლებლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და 2012 წელი შეაფასა

სურათი2012 წელი შეაფასა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე რექტორმა აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტები სწავლების ორგანიზებისა და სწავლის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. მიმდინარე წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უცხოეთის 16 ქვეყნის უნივერსიტეტთან და საქართველოს ორმოცამდე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურასთან. უნივერსიტეტმა უმასპინძლა ოთხ საზაფხულო სკოლას. გარდა ამისა, ბსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში ორგანიზებულ ხუთ საზაფხულო და ერთ ზამთრის სკოლაში. მეცნიერებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არაერთი სახელმძღვანელო და მონოგრაფია შეადგინეს. იქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა. უნივერსიტეტში წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა, რომლის მიზანია წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება, სტიპენდიებით უზრუნველყოფა და დასაქმების ხელშეწყობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე წელია აქტიურად მოქმედებს ERASMUS MUNDUS-ის გაცვლითი პროგრამა. დღეისათვის მოქმედი 4 პროექტის ფარგლებში შვიდი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ნორვეგიის სამთავრობო გრანტის ფარგლებში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ერთი წლით სწავლებას გადიან ტელემარკის უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით ხორციელდება ტემპუსის რვა პროექტი და Seventh Framework Programme. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 სტუდენტმა ბსუ-ში ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა გაიარა.

სასწავლო პროცესის ორგანიზების, სტუდენტთა მომსახურებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული პროგრამა ,,ელექტრონული უნივერსიტეტი“.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა