მეორე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის მთავრობის, საქართველოს ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის სკოლის, ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო „შერატონში“ ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. სესიაში ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიისა და სხვა სფეროებში მომუშავე მედიკოსები  და მედდები მონაწილეობენ. სამი დღის განმავლობაში 15 ქვეყნის  350 წარმომადგენელი დარგში არსებულ პრობლემებსა და საერთაშორისო მიღწევებზე იმსჯელებს.

კონფერენცის გახსნას ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა