ტრენინგი უსინათლოთა უნარების განვითარების საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში უსინათლოთა და მცირე მხედველ ადამიანთა გადაადგილების, ორიენტაციისა და საყოფაცხოვრებო უნარების განვითარების ტრენინგი მიმდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში,  მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის სპეციალისტები, ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და  ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ეუფლებიან ტექნიკას, რომელიც უსინათლო ბავშვებთან მუშაობისას, მათი დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის გასაზრდელად გამოადგებათ.  გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას.

ტრენინგის ფარგლებში, თვალახვეული მონაწილეები  სივრცეში ორიენტირებასა და საყოფაცხოვრებო დავალებების შესრულებას ცდილობენ.  პრაქტიკულ დავალებებში მონაწილეობა ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიიღეს. 

ბსუ-ს ინიციატივითა და მარბურგის (გერმანია) უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის ,,ბლისტას’’ მხარდაჭერით უნივერსიტეტის ბაზაზე იგეგმება ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრის გახსნა.

შეხვედრებს პროფესიონალი ტრენერები უძღვებიან გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრიდან „ბლისტა“. ტრენინგის ორგანიზებას უზრუნველყოფს მარლბურგში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრები“, უსინათლოთა და მცირემხედველთა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამისა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი.  

ტრენინგები 2 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 12 ოქტომბერს დასრულდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა