საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტი (მათ შორის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური)

ბსუ-საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული,  რომელიც დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

ბსუ- საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირება (უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება  და მასთან დაკავშირებული სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, საქართველოს კანონმდებლობისა და ,,ბსუ-ს ბიუჯეტის შედგენის წესის“ შესაბამისად);

ბ) უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვა,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება; სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ყოველ ფაქტზე დამრღვევის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების (საჯარიმო სანქციები და სხვა) შესახებ წინადადების შემუშავება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

ე) საინვენტარიზაციო საქმიანობის ორგანიზება და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით წარმართვა;

ვ)  დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის (ბუღალტერიის) ფუნქციებია:

ა) უნივერსიტეტის ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძრაობის, აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა და მათზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) პერსონალის შრომის ანაზღაურების, სტიპენდიების და სხვა თანხის (გასაცემლების) დროული დარიცხვა და მათ გაცემაზე მონიტორინგი;

გ) სამივლინებო და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და მოთხოვნების დახურვა;

დ) საბანკო/სალაროს ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;

ე) არაფინანსური აქტივების (ძირითადი საშუალებების) და მცირეფასიანი საგნების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა;

ვ) აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის სასაწყობო მეურნეობის სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა, მასალების ჩამოწერა და ხარჯად აღიარება, საწყობის ინვენტარიზაცია და ფაქტიური მონაცემების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან;

ზ) უნივერსიტეტის დებიტორების და კრედიტორების ანალიზური აღრიცხვა;

თ) საინვენტარიზაციო საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, უნივერსიტეტის რექტორის,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ბსუ- საგამოცდო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართიქ. ბათუმი  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. N32/35; კორპუსი I, პირველი სართული, ოთახები N 5,6,7,9,10,11 (მათ შორის უფროსი N9-ში, მთავარი ბუღალტერი N10-ში, ხოლო სტუდენტთა სწავლის საფასურის აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი N5-ში).

საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახური - კორპუსი I, პირველი სართული, ოთახები N 4 და 12 (მათ შორის სამსახურის უფროსი N12-ში.

დეპარტამენტის უფროსი - ირინა ბერიძე;

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: irine.beridze@bsu.edu.ge

 

  დებულება
  სამუშაოთა აღწერილობა
  ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის პერსონალის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა