„ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO

„ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინაციას უწევს „ერაზმუს მუნდუსის“ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომლისთვისაც ევროკომისია სთავაზობს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიებს სრული დაფინანსებით, ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის. სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო არის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.TROPIMUNDO არის პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, კურსის მეორე სემესტრში ჩაატარონ საველე სამუშაოები ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალურ-აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ.
სრულად