სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი სტუდენტებისათვის!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2021 - 2022 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში 2021 წლის 25 თებერვალს (იხილეთ შედეგები)  ან წარმოადგინეს უცხო  ენის სერტიფიკატი.

კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმღებ უნივერსიტეტებში:

  1. დე ვიგოს უნივერსიტეტი - Universidade De Vigo, ესპანეთი აცხადებს მობილობას მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

მიმართულებებისა და საგნების შესახებ  იხილეთ აქ

  1. ალკალას უნივერსიტეტი -  Universidad de Alcalá de Henares, ესპანეთი აცხადებს მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ფსიქოლოგია
  • განათლება
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • ენები
  • ტურიზმი
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  1. ლიონ 2-ის უნივერსიტეტი -   Lyon 2, საფრანგეთი

საგნებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ აქ

  1. საბერძნეთის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი - Hellenic Mediterranean University, საბერძნეთი

საგნებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

  1. ვროცლავის უნივერსიტეტი - Uniwersytet Wrocławski, პოლონეთი, აცხადებს მობილობას შემდეგი მიმართულებებით:
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
  • ენები

კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე

  1. ზაარლანდის უნივერსიტეტი - Saarland University, გერმანია აცხადებს მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

- ფარმაცია

- ქიმია

- ბიოლოგია

  1. შჩეცინის უნივერსიტეტი -University of Szczecin, პოლონეთი  აცხადებს მობილობას შემდეგი მიმართულებებით:

- ბიზნეს ადმინისტრირება

- ეკონომიკა

- ტრანსპორტის სერვისი

- ტურიზმი და რეკრეაცია

- არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია

- სპორტი

- ევროპისმცოდნეობა

- პოლიტიკური მეცნიერებები

- სოციოლოგია

- სოციალური მუშაკი

- ბიოლოგია

- ფსიქოლოგია

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:

  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2021 წლის 30 მარტიდან - 2021 წლის 14 აპრილის  ჩათვლით (18:00 საათამდე) შემდეგ ელ-პლატფორმაზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge

გაითვალისწინეთ, დოკუმენტების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

განცხადება უნდა შეავსოთ და თან გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად (განცხადების ფორმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით).  განცხადებაში სტუდენტმა უნდა მიუთითოს: ფაკულტეტი, სპეციალობა, საფეხური, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, და აქვე, მიუთითოს იმ უნივერსიტეტების სია, სადაც სურს მობილობის განხორციელება.

გაითვალისწინეთ, შესაძლებელია, მხოლოდ სამი უნივერსიტეტის არჩევა!

მეორე ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2020 წლის 19 აპრილი;

დამატებითი ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ იქნება ცნობილი მოგვიანებით.

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას;

2. თვიურ სტიპენდიას;

3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ მხოლოდ  ელ-ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დანართის სახით იხილეთ სასწავლო ხელშეკრულება და განცხადების ფორმა

  HMU
  განცხადების ფორმა
  დანართი ლიონის უნივერსიტეტისათვის
  დე ვიგოს უნივერსიტეტი
  სასწავლო ხელშეკრულება
  შედეგები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა