სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ტესტირება ინგლისურ ენაში „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური წლის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის  კონკურსებში მონაწილეობის მსურველი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2021 წლის 19 ოქტომბერს ატარებს ტესტირებას ინგლისურ ენაში. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბსუ-ს პორტალის მეშვეობით და ასევე,  გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე erasmus@bsu.edu.ge:

  • განცხადება რექტორის სახელზე (მიუთითეთ საფეხური, ფაკულტეტი, სპეციალობა, ენის დონე -B2 დონე, მოქმედი ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 6 - 15 ოქტომბერს, 18:00 სთ-მდე.

შენიშვნა: ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:

  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს;
  • დოქტორანტურის საფეხურის სამივე სასწავლო წლის სტუდენტებს.
     

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა