სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია ბსუ-ს სტუდენტებისთვის

სურათი

2021 წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართება „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებს გააცნობს. 

პრეზენტაციაში ჩართვის მსურველებს, გთხოვთ, გაიროთ რეგისტრაცია ბსუ-ს პორტალზე.

პრეზენტაციის ZOOM-ის პლატფორმის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/5529839711?pwd=VHZHMDh5a3dLQnVMTWdKajhsYk4xQT09

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა