მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში

ვიცით, რომ ისტორიის ცოდნა უპირველესია. ამავდროულად, ცალსახად მნიშვნელოვანია ისიც, თვალი შევავლოთ და მოვეფეროთ იმას, რაც ვიზუალურად ნახვას ექვემდებარება. აქ აღქმის ფენომენი კიდევ ცალკე ამბავია. ამჯერად გაღმა დარჩენილ უძველეს ქართულ კულტურაზე გესაუბრებით. დიახ, ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში იწყება. წინამძღოლობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე გვიწევს. ჯგუფის წევრებიც უნივერსიტეტისთვის ძირითადად ნაცნობი სახეები არიან. სტუმარიც გვყავს - კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტი ოლგა პუკშოვა, რომელიც ისევ და ისევ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და მე-20 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. წინ დიდი თავგადასავალია, რომელიც ერთხელ თუ დაიწყე, წერტილს ვერ დასვამ. მაგალითად, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე, ამ თავგადასავლისთვის უკვე ოცდამეცხრეჯერ არის მზად...