გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ვირჩევ ბსუ-ს

სურათი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტები ამბობენ, რომ მათ გამოცდის ჩაბარება სრულიად მოწესრიგებულ საგამოცდო ცენტრებში უწევთ. 12-წლიანი მოსწავლეობისა და ერთწლიანი აბიტურიენტობის მონაგარი ერთიანი ეროვნული გამოცდებია, წარმატების მორიგი ნაბიჯები კი - სტუდენტობაუმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები ჯერ შედეგების, შემდეგ სტუდენტთა ახალი კონტინგენტის მოლოდინშია. რა თქმა უნდა, მათ შორისაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. აქ  ახალი ნაკადის დაკომპლექტებას კვლავ კონკურენტუნარიან პირობებში ელოდებიან. გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიისევ და ისევ იმ აბიტურიენტებს წარმოგიდგენთ, რომელებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ.

 

ანეტა ზოიძე: ,,ამჟამად ვარ აბიტურიენტი და თან დასაქმებული. მიმდინარე წელს დავამთავრე ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა.  სკოლის პერიოდიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს და შემომრჩა. აქტიურად ვიყავი ჩართული ღია გაკვეთილებში, სასკოლო თუ არაფორმალური სწავლების კონკურსებში. ძალიან საინტერესო იყო ქართული ენისა დ ლიტერატურის მასწავლებლის - რუსუდან ნადარეიშვილის მიერ ჩატარებული არაერთი სასკოლო აქტივობა. რუსუდან მასწავლებელმა მთელი სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს მოგვცა შესაძლებლობა  გვეთამაშა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების როლები და ეპიზოდები გაგვეცოცხლებინა სკოლის სააქტო დარბაზში. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა და მსგავსი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ ათვისებასა  და გააზრებაში.

რაც შეეხება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბსუ ჩემი არჩევანია და ვიმედოვნებ, რომ მოლოდინს გაამართლებს. ვაბარებ სამართლის სპეციალობაზე. დიდი ოცნებების მაქვს, დასახული მიზნების მიღწევა მსურს და მჯერა, რომ ყველაფერი გამომივა.

ჩემი სტუდენტობის წლები წარმომიდგენია სიახლეებით, სირთულეებით და დაუვიწყარი მოგონებებით. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ეტაპი იქნება.

10 ან 20 წლის შემდეგ ...  ვფიქრობ ვიქნები წარმატებული იურისტი და მეყოლება შვილები, რომლებსაც განათლებას პრიორიტეტად ვუქცევ“...

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა