სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ს სტუდენტური პროექტი -„ საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022 ”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი „საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022“ განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში განათლების, ეკონომიკის, აგრარული სექტორის, უსაფრთხოებისა და სამართლის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ  ახალგაზრდების შეხედულებების წარმოჩენას, მათი აზრების იდენტიფიცირებას და  ინფორმაციის გაცვლას. სამიტის ხუთ კომიტეტში გადანაწილებულმა 50-მა სტუდენტმა და აბიტურიენტმა სამი დღის განმავლობაში შეთავაზებულ პრობლემებზე იმუშავა და პროექტის დასკვნითი ეტაპზე  რეზოლუცია მოამზადა. ღონისძიების თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატები და გამარჯვებულ დელეგატებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველი ადგილი იურიდიულ კომიტეტს ერგო, მეორე ადგილი - განათლების კომიტეტს, ხოლო მესამე - ეკონომიკის კომიტეტს.

სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორია ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი გოგა ბაუჟაძე, რომელმაც პროექტი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად ,,ახალგაზრდები საქართველოსთვის“ განახორციელა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა