ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სააქციო საზოგადოება „ალდაგის“ სტაჟირების და დასაქმების პროგრამის წარდგენა

სურათი

სააქციო საზოგადოება „ალდაგის“ ბათუმის ფილიალის კორპორაციული დაზღვევის მენეჯერმა რამაზ გორგაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს დასაქმების პროგრამა წარუდგინა. სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგებული (გამოცდილების გარეშე დასაქმება, სასწავლო პროცესს მორგებული სამსახურის სამუშაო გრაფიკი და გეგმა, ბონუსის მოქნილი სისტემა) პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ „ალდაგის“ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების ვაკანსიაზე.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და რამაზ გორგაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და კომპანია „ალდაგმა“ თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა