
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მისიით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დარგობრივმა დეპარტამენტმა 5 მაისს უმასპინძლა ბათუმის N1 საჯარო სკოლის X - XI კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი და ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს, ბიბლიოთეკის დირექტორსა და პერსონალს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს და ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის აკადემიურ პირებს. დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების, უნივერსიტეტის მომავალი პროექტებისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია სავაჭრო ურთიერთობების და მისი სარგებლიანობის შესახებ, შეასრულეს პრაქტიკული დავალება შეჯიბრის სახით და გაიმართა იმიტირებული ვაჭრობა. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრის ხელმძღვანელები, ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი: ნატალია რობიტაშვილი, იამზე სურმანიძე, ნინო კონცელიძე, თამილა თურმანიძე და თამარ ფოლადაშვილი.
უკან |