ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე მენეჯმენტის თეორია და პრაქტიკა“ გაიხსნა. ასზე მეტი ქართველი, რუსი, უკრაინელი, პოლონელი, აზერბაიჯანელი, ლიტველი, ყაზახი მკვლევარი და ექსპერტი მოხსენებას წარმოადგენს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ პრობლემებზე. მომხსენებლები განიხილავენ უახლეს მიღწევებს ორგანიზაციის მენეჯმენტის, სტრატეგიული მენეჯმენტისა და კორპორაციული მართვის, პროექტების და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის, ინოვაციების მენეჯმენტისა და ცვლილებათა მართვის მიმართულებით. ორდღიანი კონფერენცია უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ლიდერთა კლუბის“ ორგანიზებით იმართება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა