სამეცნიერო პროექტის დასახელება: სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის გავლენა მოსწავლეთა ჯანდაცვის კომპეტენციებზე: პრობლემების იდენტიფიცირება და ინტერდისციპლინური ინტერვენციის გზები
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:
მარინე გურგენიძე, ასოცირებული პროფესორი, ბსუ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი,
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:
ნანა მაკარაძე, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი; პოზიცია პროექტში - კოორდინატორი
ნანი მამულაძე, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი; პოზიცია პროექტში - მკვლევარი
თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; პოზიცია პროექტში - მკვლევარი
ცირა კაპანაძე, ასისტენტი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა; პოზიცია პროექტში - მკვლევარი
მარიკა მორთულაძე, ასისტენტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი; პოზიცია პროექტში - მკვლევარი
დანიელა პოპა, ასოცირებული პროფესორი, ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი) მასწავლებელთა გადამზადების დეპარტამენტის დირექტორი, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი; პოზიცია გრანტში - უცხოელი კონსულტანტი
თამარ მესხიძე, აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის უფროსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; პოზიცია პროექტში - ასისტენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 3 წელი (36 თვე)
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
პროექტი ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას - სკოლის როლს მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვასა და ჯანმრთელობის კულტურის ჩამოყალიბებაში. ჯანმრთელობა არ განიხილება მხოლოდ ბიოლოგიურ მოცემულობად. იგი დაკავშირებულია ცოდნასთან, დამოკიდებულებებსა და ქცევით პრაქტიკებთან, რომლებიც ეტაპობრივად ფორმირდება განვითარების პროცესში. მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით სენსიტიური პერიოდია - სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ის ღირებულებები, ქცევითი მოდელები და პასუხისმგებლობის განცდა, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდის ცხოვრების სტილს მომავალში. შესაბამისად, სასკოლო გარემოს ხარისხი, მისი ფიზიკური და სოციალური მახასიათებლები, აგრეთვე სასწავლო პროცესის შინაარსი და ორგანიზება იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც ჯანმრთელობისადმი ცნობიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
პროექტის მიზანია სასკოლო გარემოსა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის შეფასება მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანდაცვის კომპეტენციების განვითარების მიმართულებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერდისციპლინური ინტერვენციის მოდელის შემუშავება.
დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება საგანმანათლებლო დოკუმენტაციის ანალიზი. შეისწავლება სკოლის ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემო, ამასთან მოსწავლეთა დამოკიდებულებები და ჯანმრთელობის კომპეტენციებთან დაკავშირებული პრაქტიკა. გაკეთდება სკოლის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის - მოსწავლეთა ქცევების, პერსონალის საქმიანობისა და სკოლა-ოჯახის თანამშრომლობის ანალიზი. მიღებული მონაცემების საფუძველზე, შემუშავდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინტერდისციპლინური რეკომენდაციები და პრაქტიკული ინტერვენციის მოდელი სკოლებისთვის.
| უკან |
