სემინარები

საწარმოს ტურისტული სტატუსის მართვის დადებითი გავლენა ბიზნესზე, ნატო ჯაბნიძე, ასისტენტ პროფესორი, 24 ივლისი, 11:00 საათი, ფიროსმანის ქუჩა 10 კორპუსი, 208-ე აუდიტორია

ტურიზმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს რომლის განვითარება გარკვეული გამოწვევების წინაშეც დგას. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა არსებობს.  სტატიაში განხილულია   ტურისტული საწარმოს საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება, რომლის საშეღავათო ინიციატივები   საქართველოს საგადასახადო კოდექსზეა დაფუძნებული.

ბოლო 3 წლის განმავლობაში აჭარის რეგიონში განხორციელებულმა ინვესიტიციებმა 1.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ინვესტიციების მთლიან მოცულობაში წამყვან ადგილებზეა, ტურიზმი, ენერგეტიკა და მშენებლობა. ბათუმში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების პოზიციონირებასთან ერთად  (ჰილტონი, რედისონი, შერატონი, მერიოტი და სხვა) ვითარდება ადგილობრივი სასტუმრო და სასტუმრო-აპარტამენტების სამშენებლო ბიზნესი, რომელსაც სამომხმარებლო ბაზარზე თავისი ნიშა გააჩნია. 

დღესღეობით აჭარაში სამშენებლო ბიზნესის ინტერესი აპარტამენტ სასტუმროების მშენებლობის მიმართ გაიზარდა, რომლებიც სწორედ ე.წ. ,,ტურისტული საწარმოს“ სტატუსით გვევლინება. ამ სტატუსის მქონე ობიექტები ერთგვარად იქცნენ, როგორც არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის მომგებიან განთავსების საშუალებად და შემოსავლის მიღების წყაროდ, ისე ბიზნესისთვის, სასტუმროებთან შედარებით, ინვესტიციების უკუგების მარტივ გზად.

ჩვენს მიერ შესწავლილი და გამოკითხული იქნა აჭარაში მოქმედი ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე ის პირები რომლებიც უკვე დასრულებულ კომპლექსებში ახდენენ სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციას, ,,შპს ორბი ჯგუფი“, შპს ,,მეტრო ატლას ჯორჯია, შპს ,,პიტა“- სასტუმრო ,,სქაი თაუერი“. გამოკითხვამ ცხადყო, რომ საშუალოდ რეალიზებული სასტუმრო აპარტამენების 70% რეალიზებულია უცხოელებზე, და რომლებზეც ფართების მიწოდება სასტუმრო აპარტამენტების მართვის უფლებით განხორციელდა. გამოკითხვამ ასევე დაადასტურა, რომ დამსვენებლებზე მიწოდებული ფართები 2017-2018 წ.  საშუალოდ 85%-თ იყო ათვისებული. აპაერამენტების მფლობელები და ტურისტები, რომლების ქირაობენ აღნიშნულ აპარტამენტს, ძირითადად არიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან და ემირატებიდან. გასაქირავებელი აპარტამენტების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ღებულობენ კომპანიების ვებ-გვერდებიდან და booking.com-დან. პრაქტიკაში ასევე გვხვდება ორმაგი გაქირავების შემთხვევებიც -კერძოდ, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ტურისტული სააგენტოები,  შემდგომი გაქირავების მიზნით ტურისტული სტატუსტის მქონე საწარმოებთან აფორმებენ კონტრაქტს სასტუმრო-აპარტამენტების დაქირავების მიზნით.

 დადებითად უნდა შევაფოსოთ ტურისტული საწარმოს სტატუსის დადგენილების ამოქმედება, რაც გარკვეულ  ინოვაციას წარმოადგენს ბიზნესისთვის. ზემოაღნიშნული გახდა რეგიონისთვის ინვესტიციების, უცხელი ტურისტების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების, სამომხარებლო ბაზრის ზრდის და რეგიონის ცნობადობის გაზრდის სტიმულატორი.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა