ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ინოვაციური გამოგონებების გამოფენა ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტისა და „ამერიკული კუთხის“ ორგანიზებით ბსუ-ში ტექნოლოგიური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. წარმოდგენილი იყო „ამერიკული კუთხის“ პროექტ „ვირტუალური რეინჯერების “ მონაწილეების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის ინოვაციური გამოგონებები და ტექნოლოგიური ნამუშევრები.

პროექტ „ვირტუალურ რეინჯერებში“ ჩართული არიან ბსუ-ს სტუდენტები. ახალგაზრდები მუშაობენ სამგანზომილებიანი ობიექტების დაპროექტებაზე, მათ ვირტუალურ რეალობაში გადმოტანასა და 3D პრინტერით თავიანთი ნამუშევრების ბეჭდვაზე.

პროექტის ფარგლებში მონაწილეობდნენ 16-დან 23 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც ტრენერების დახმარებით VR ტექნოლოგიებთან იმუშავეს. სესიების განმავლობაში ახალგაზრდები დაეუფლნენ სპეციალურ მიდგომებსა, პროგრამულ უზრუნველყოფას და შეძლეს საკუთარი პროდუქტის შექმნა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა