ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები დოლოგნის საჯარო სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ქედის რაიონის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეებსა და სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ, დეპარტამენტის პროფესორებმა გულადი ფარტენაძემ, ზაზა დავითაძემ და ბესიკ ბერიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს კომპიუტერული მეცნიერების როლზე თანამდეროვე ცხოვრებაში, კერძოდ კიბერ უსაფრთხოების და WEB 3 პლატფორმის მნიშვნელობაზე, ასევე მსმენელებს წარმოუდგინეს თანამედროვე კომპიუტერული ციფრული ტექნოლოგიების  მიღწევები.

შემეცნებით ხასიათის ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეების და მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

ვიზიტი მიზნად ისახავდა დოლოგის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა