იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ვორქშოფი: „კონსტიტუციონალიზმი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“

სურათი

2020 წლის 20 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოებისა და ბუდაპეშტის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვორქშოფში „კონსტიტუციონალიზმი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. ვორქშოპზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ყოველწლიური გამოცემის „კონსტიტუციური სამართლის გლობალური მიმოხილვა“ ავტორთა ნაშრომები ცალკეულ ქვეყნებში კონსტიტუციური დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. მათ შორის, მალხაზ ნაკაშიძემ ღონისძიებაზე წარადგინა მოხსენება „კონსტიტუციური დემოკრატია საქართველოში - 2019 წლის ანგარიში“. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა