ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

RURD-ის სამუშაო შეხვედრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  პროექტის RURD-ის მონაწილეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძე, პროექტის კოორდინატორი ბსუ-ში, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი გაიოზ ფარცხალაძე და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურული და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ტარიელაძე დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის (ლიეტუვა), გრაცის FH Joanneum-ის, მასარიკისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტების პროფესორების გამოცდილება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საჭირო ღონისძიებების შესახებ, რაც ბსუ-ს მისიის, ხედვისა  და სტრატეგიისა და მონიტორინგის გეგმაში შეტანილი განახლებების საფუძველია.

სამუშაო შეხვედრას წინ უძღოდა 22 ოქტომბერს, ბსუ-ში რურდის პროექტის ორი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მანტას სიმანავიჩუსმა, კაუნასის უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურული და სპორტის დეპარტამენტისა და რურდის პროექტის წარმომადგენლებს ლიეტუვის გამოცდილება გააცნო ანალოგიური სამსახურის მრავალფუნქციური დატვირთვის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთია კურსდამთავრებულთა საწარმოების  ჩამოყალიბება.  მანტას სიმანავიჩუსი ასევე შეხვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ მარინა გიორგაძეს და თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ხათუნა ბერიძეს. მხარეებმა ენის ტექნოლოგიების სამეცნიერო და გამოყენებითი განვითარების მიმართულებით ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.  RURD-ის პროექტის ფარგლებში ბსუ-ში ტრენინგები და ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება იგეგმება.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა