ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

19 სექტემბერს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა. პირველკურსელებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, პროფესორმა ირინა გოშხეთელიანმა, პროფ. ლალი ზაქარაძემ და სხვებმა. 2022-2023 სასწავლო წელსაც  ფაკულტეტი სრულად დაკომპლექტდა, 10 პროგრამაზე 280-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 30-მდე სტუდენტი სასწავლო  გრანტის მფლობელია. 130 სტუდენტი (50 ისტორიის, 80 - ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე) სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას.

ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული საგანმანათლებლო პროგრამებით და აკადემიური პერსონალით ხვდება; ახალ აკრედიტებული პროგრამებზეც გამოცხადდა მიღება, პირველად ჩაირიცხნენ მაგისტრანტები პროგრამაზე „ციფრული მედია და ინოვაციები“. ეს ერთობლივი პროგრამაა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება  და კურსდამთავრებულები ერთობლივ დიპლომს მიიღებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა