ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო ექსპედიცია ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე

სურათი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები)“ ფარგლებში, დასრულდა პირველი კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია ისტორიული ჭანეთის ტერიტორიაზე. ექსპედიცია მიზნად ისახავდა ტრაპიზონისა და მისი შემოგარენის კვლევას. ერთი კვირის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა შეისწავლეს ზღვისპირა ზოლსა და დეღრიმენდერეს ხეობაში მდებარე საფორტფიკაციო ნაგებობები:  ახჩა-კალე, იენესილ კალე, კალექოი, ტრაპიზონის ციხის რომაული ეპოქის გალავნის ნაშთები, იენიქოი  და ხამსიქოის ციხეები,  მაჩკას ეკლესია, თერაზილერისა და ჯოშანდერეს ქვის თაღოვანი ხიდები. მკვლევრებმა წარმოადგინეს საფორტფიკაციო ნაგებობების აღწერა-დახასიათება, გრაფიკული და ფოტოფიქსაცია. ექსპედიციის ფარგლებში, ასევე შეგროვდა ეთნოგრაფიული და ტოპონიმიკური მასალებიც.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა