ბსუ-ს სტუდენტები „IOT ჰაკათონი - 2022“-ის ნომინაციაში „კონცეფციასთან შესაბამისობა“ პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ
31 მაისი 2022 წელი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერიის სპეციალობის სტუდენტები: ხიმშიაშვილი გიორგი, ზოიძე სალომე, ბერიძე თამარი და ველიაძე ქრისტინე (გუნდის ხელმძღვანელი - თემურ კვირტია) „IOT ჰაკათონი - 2022“-ის ნომინაციაში - „კონცეფციასთან შესაბამისობა“ პირველი ხარისხის მედლითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ. კონკურსი მიზნად ისახავდა საგნების ინტერნეტის პროტოტიპის შექმნას Arduino - ს ბაზაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტების მოტივაციას, ხელს უწყობს გამოცდილების მიღებას და ცოდნის გაზიარებას. ორდღიანი კონკურსი გუნდური მუშაობის ბაზაზე მიკროპროექტის შექმნასა და შექმნილი პროექტის პრეზენტაციას ითვალისწინებდა.
სრულად