სასწავლო ვიზიტი პორტოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

6-10 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, პორტოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა სასწავლო ვიზიტი „erasmus+”-ის საგრანტო პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ ფარგლებში. ვიზიტი ითვალისწინებდა პარადიგმა 4.0 კონცეფციის განვითარებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (ISEP - IPP, Portugal), მინიოს უნივერსიტეტისა (University of Minho,Portugal) და სინგაპურის ნანიანგის უნივერსიტეტის (Nanyang Technological University - Singapore) ბელგიის და გერმანიის უნივერსიტეტების წარმატებული პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამებში ინდუსტრია 4.0 კონცეფციის ინტეგრირების, მრეწველობის განვითარებაში უნივერსიტეტების როლისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმატებული პროექტების შესახებ.