მეათე სამეცნიერო კონფერენცია „სასკოლო განათლება -თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
20 ნოემბერი 2023 წელი

მეათე სამეცნიერო კონფერენცია „სასკოლო განათლება -თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
2023 წლის 16 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, გაიმართება მეათე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სასკოლო განათლება -თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
სრულად