სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2018 წლის 25 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით.სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბსუ–ში გადმოსვლის მსურველებმა 2018 წლის 30, 31 აგვისტო, 3 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 7, 10, 11 სექტემბრის ჩათვლით;
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი №129 (კანცელარია)
ტელ.: 577445400
| უკან |
